სამოდელო გაკვეთილი

1. იხილეთ სამოდელო გაკვეთილის გეგმა.


2. სამოდელო გაკვეთილის რესურსი


3. სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

­­­­
                                                                             გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი  :   ირმა სანიკიძე
საგანი/ინტეგრირებული საგნები :ქართული, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება
კლასი: მე-3

თემა:  ტყე და მისი დიდი მნიშვნელობა
დრო:     45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი:
2 მოსწავლე
სპეციალური   საგანმანათლებლო   საჭიროების   მქონე   მოსწავლეების   საჭიროებები–0

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტის გააზრებას.მოიძიებენ   და  არგუმენტირებულად დაუკავშირებენ საჭირო ინფორმაციას მოცემულ აქტივობებს.განივითარებენ ერთმანეთის მოსმენისა და თაქნამშრომლობის უნარებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 ისმენს და ამოიცნობს პრაგმატული ტექსტების ადრესატს (მაგ., ვისთვისაა განკუთვნილი რეკლამა - დიდებისთვის თუ პატარებისთვის) და მიზანს (გაფრთხილება, რჩევის მიცემა, აკრძალვა, ინტერესის/სურვილის აღძვრა და სხვ.);
 ამოიცნობს ტექსტის თემას;
 ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
 საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
 ამოიცნობს ტექსტის შინაარსს სათაურის მიხედვით.


ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას)
; • ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 წერს ინსტრუქციებს, გასაგებად წარმოადგენს საჭირო ინფორმაციას;
 აღწერს კონკრეტულ საგანს/ნივთს (მცენარეს, ცხოველს, მოვლენას), წარმოაჩენს მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
 გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;

ბუნება
bun.III.2. moswavlem unda SeZlos yvavilovani mcenareebis zogadi daxasiaTeba.
Sedegi TvalsaCinoa, Tu moswavle:
• amoicnobs yvavilovani mcenaris ZiriTad organoebs da msjelobs maTi daniSnulebis შესახებ.
• moipovebs masalas yvavilovani mcenaris organoebis mravalferovnebis Sesaxeb da uziarebs Tanaklaselebs; • akvirdeba da aRwers yvavilovani mcenareebis zogierT garegnul niSans.
Sedegi: s.g.III.1. moswavlem unda SeZlos sakuTari Canafiqris, guneba-ganwyobis (emociebis) da/ an garemoze dakvirvebis Sedegad miRebuli STabeWdilebebis asaxva namuSevarSi saxviTi xelovnebis elementebisa da principebis gamoyenebiT. 
• irCevs mxatvrul xerxebs (xazi, feri, masala) sakuTari Canafiqris, STabeWdilebebisa da emociis gadmosacemad. s.g.III.2. moswavlem unda SeZlos sxvadasxva masalisa da teqnikis gamoyenebis unaris ganviTareba da gaRrmaveba.
• mravalferovani masalisa da teqnikis gamoyenebiT qmnis peizaJebs, naturmortebs, portretebs. s.g.III.4. moswavlem unda SeZlos individualuri da erToblivi namuSevris wardgena; azris gamoTqma sakuTar, TanaklaselTa an cnobil xelovanTa namuSevrebis Sesaxeb elementaruli terminologiis gamoyenebiT.
• individualuri, erToblivi namuSevris wardgenisas saubrobs Canafiqris Sesaxeb, gamoyenebul ferebze, masalaze, teqnikaze da sxv.; •



საჭირო წინარე ცოდნა და უნარ- ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან  ტყის ზოგიერთი მნიშვნელობის შესახებ.წარმოდგენა აქვთ რა როლს ასრულებს მცენარეები და რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ მათ ბუნებაში.იციან რა არის პეიზაჟი და როგორ იცვლება პეიზაჟის ფერები დროების მიხედვით.


შეფასება:
წყვილში შეფასების რუბრიკები, განმავითარებელი  შეფასება(სიტყვიერი კომენტარი), მოსწავლეთა ურითიერთშეფასება .ინდივიდუალური შეფასების რუბრიკები.ქცევის წესების კიდევ ერთხელ შეხსენება.
სასწავლო მასალა და  რესურსები:
მასწავლებლისა და მოსწავლის  სახელმძღვანელო:  ბუნებისმეტყველება, კომპიუტერი, ხელოვნების სახელმძღვანელო , პროექტორი,      ფერადი ფანქრები, ფლიფჩარტი, მარკერი,კალამი,რვეული,თაბახის ფურცლები.პრეზენტაციის პროგრამა Power Point.   საძიებო სისტემა-  Youtube.com


ფაზა A - გამოწვევა
აქტივობა #1  მოტივაცია, 5 წთ,  მთელი კლასი
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებში  მოლოდინების   და   მოტივაციის ,სახალისო   განწყობის    შექმნა.  გაკვეთილის თემისა  და მიზნის გაცნობა.
აქტივობის აღწერა:
მისალმების შემდეგ  მასწავლებელი  მოსწავლეებს  მონიტორის საშუალებით აჩვენებს განწყობის გამომხატველ  ორ ,, ღიმილს’’  და მოსწავლეებს სთხოვს გამოხატონ თავიანთი განწყობა თუ რას ელიან გაკვეთილიდან.  შემდეგ გააცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს.
აქტივობა # 2. ,, ჩვენ  ვიცით -  8 წთ , მთელი კლასი
 აქტივობის მიზანი:
 მოსწავლეებმა შეძლონ წინარე ცოდნის გააქტიურება:  
  • მოსწავლეები სათაურიდან გამომდინარე, ისაუბრებენ იმაზე,თუ რაზე იქნება გაკვეთილზე საუბარი.

   აქტივობის აღწერა:
-მონიტორზე ნაჩვენები ვიდეომასალის  ყურების შემდეგ, ისაუბრებენ მოცემული რესურსის შინაარსზე. ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ რა არის საჭირო მცენარის გასაზრდელად და განსავითარებლად.საიდან იღებს მცენარე საკვებს და ა. შ. მასწავლებელი აძლევს თაბახის ფურცელზე გამზადებულ სამუშაოს.ბავშვებმა უნდა იმუშაონ წყვილში.გადახაზონ არასწორი პასუხები და შემოხაზონ- სწორი.

ფაზა-B - შინაარსის რეალიზება
აქტივობა #3  10  წთ.  ტექსტის წაკითხვა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მონაცვლეობით კითხულობენ ტექსტს და გაიაზრებენ მასში მოწოდებულ ინფორმაციას.
აქტივობის აღწერა:
    მასწავლებელი ტექსტს მოსწავლეებს აკითხებს მონაცვლეობით და სთხოვს, რომ მათთვის გაუგებარი სიტყვები ფანქრით მონიშნონ.ტექსტის წაკითხვის შემდეგ,მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება; რა არის ტექსტის ძირითადი მიზანი? ამის შემდეგ წინასწარ დაწერილ ფურცელზე სთხოვს რომ მონიშნონ სწორი პასუხები.ისაუბრებენ მათთვის გაუგებარი სიტყვების განმარტებებზე.
აქტივობა # 4 .  8 წთ. პრეზენტაცია და მის შემდეგ შესასრულებელი სამუშაო
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ აქტივობის მიზანს და სურათების მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდებს, ისაუბრებენ თვალსაჩინოების ირგვლივ.
აქტივობის აღწერა :მასწავლებელი მოსწავლეებს მონიტორზე უჩვენებს მის მიერ შექმნილ რესურსს.საუბრის შემდეგ , მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს თაბახის ფურცლებზე უბრალო ფანქრით დახატულ პეიზაჟს. მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ და მიუსადაგონ შესაფერისი ფერები.      აქტივობის ბოლოს , დაასაბუთონ , რატომ იყო მათ მიერ არჩეული ფერები ნახატთან შესაბამისობაში. ისაუბრებენ ფერწერის შესახებ.
  აქტივობა# 5 . 7 -წუთი კავშირები ფერებთან და სიტყვებთან.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა სიტყვებს სწორად უნდა დაუკავშირონ ფერები.ამოიცნონ წელიწადის დროების მიხედვით, როგორ იცვლება ფერები ბუნებაში.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ფლიფჩარტის ფურცელზე წინასწარ ჩამოწერილ სიტყვებს  უჩვენებს მოსწავლეებს .მათ უნდა დაასახელონ სავარაუდო ფერები, რომელიც ამ სიტყვებს შეესაბამება.

  
ფაზა C  რეფლექსია  
აქტივობა #6 .  7- წუთი   , მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი:   გაკვეთილის გაანალიზება
აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი მონიტორის საშუალებით  კვლავ აჩვენებს ,,ღიმილებს’’  და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან მოსაზრება, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინები გაკვეთილიდან და სთხოვს აზრის დასაბუთებას : გამართლდა თუ არა მათი ვარაუდები  და რომელმა აქტივობებმა შეუწყო ხელი ამ ვარაუდების გამართლებას.  აძლევს დავალებას შემდეგი გაკვეთილისთვის: საშინაო დავალების რვეულებში მოკლედ ჩამოწერონ ტყის სასარგებლო თვისებები.სურვილისამებრ,დახატონ პეიზაჟი.

           




ინდივიდუალური მუშაობის შეფასების კრიტერიუმი

კითხულობს ტექსტს.პასუხობს დასმულ შეკითხვებას.
საუკეთესო
კარგი
საშუალო
მოცემულ დავალებებს,მოცემული ინსტრუქციების მიხედვით ასრულებს.



არის კომუნიკაბელური. გაიაზრებს ახალ მიწოდებულ მასალას. გამოთქვამს ვარაუდებს.



იცავს დროის ლიმიტს.



იცავს ქცევის წესებს და აქტიურად არის ჩაბმული საწავლო პროცესში.






                               








                    
წყვილში მუშაობის შეფასების რუბრიკა


საუკეთესო
კარგი
საშუალო
მასწავლებლის მიერ მითითებულ ინსტრუქტაჟს სწორად ასრულებენ.აქვთ ერთმანეთის მოსმენის კულტურა.



მოსმენის შემდეგ, იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს.



მსჯელობენ და ერთმანეთთან თანამშრომლობენ.






No comments:

Post a Comment